ფეხბურთი

18:16 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

7 მეოთხედფინალისტი ცნობილია: ერთადერთი პირველლიგელი, ჯერჯერობით, “სულორია”

დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალის შვიდი მატჩი და ერთში მიმდინარეობს დამატებითი დრო: “მერანი”-“დილა” (1:1). მარტვილელები იგებდნენ აკაკი წყაროზიას გოლით და თენგო წიქარიძემ ბოლო წუთებზე გაათანაბრა.

შვიდი მეოთხედფინალისტიდან ერთი პირველლიგელია: ვანის “სულორი”. ყოჩაღ, ვანელებს, ლანჩხუთის “გურიასთან” აგებდნენ და 3:1 იმარჯვეს. გადამწყვეტი მაინც ვილენ ჭრელაშვილის გოლები იყო – მან დუბლი შეასრულა.

სენსაცია შეიძლება მომხდარიყო ხობში, სადაც “კოლხეთი” საჩხერის “ჩიხურას” უგებდა. საჩხერელებმა გიორგი განუგრავას გოლით პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, მალე კი “ჩიხურა” 10 კაცით დარჩა, რადგან ლევან კაკუბავა გააძევეს. მიუხედავად ამისა, სოსო ფრუიძის გუნდმა იმარჯვა. საბა ლობჟანიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

ფოთის “კოლხეთმა” ბოლნისის ”სიონს” აზერბაიჯანელი რამალდანოვის გოლით 1:0 სძლია. თბილისის “დინამომ”, “ლოკომოტივმა” და “სამტრედიამ” დიდი ანგარიშით მოიგეს – 3:0. დინამოელებმა ივანწმინდაში აჯობეს “ბორჯომს”, “ლოკომოტივმა” გორში ცხინვალის “ლიახვს”, ხოლო სამტრედიელებმა ბუდუ ზივზივაძის ჰეთ-თრიქით ხარაგაულის ‘ჩხერიმელას”.

ქუთაისის “ტორპედოს” ძალიან გაუჭირდა ზუგდიდის “ოდიში1919”-ის დამარცხება. ზუგდიდელები თავიდან ორჯერ აგებდნენ, ორჯერვე გაათანაბრეს და მერე სულაც წინ გავიდნენ, მაგრამ ბოლო 16 წუთში ოთარ კვერნაძემ და გიორგი ქიმაძემ ფავორიტს მოაგებინეს. აღსანიშნავია “ოდიში1919”-ის ფეხბურთელის, გიორგი ცაგარეიშვილის ჰეთ-თრიქი. პირველი ლიგის კლუბის მოთამაშისთვის, “ტორპედოს” კარში სამი გოლის გატანა ხუმრობა არაა.

სულორი (ვანი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1

გოლები: 0:1 დინიზი (16), 1:1, 2:1 ჭრელაშვილი (28, 65), 3:1 გვეტაძე (84)

ჩხერიმელა (ხარაგაული) – სამტრედია 0:3

გოლები: 0:1, 0:2 ზივზივაძე (29, 43, 85)

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:1

გოლი: 0:1 რამალდანოვი (39)

კოლხეთი (ხობი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:3

გოლები: 1:0 გიგა წურწუმია (14 პენ), 1:1 განუგრავა (33), 1:2, 1:3 საბა ლობჟანიძე (63 პენ, 74)

გაძევება: კაკუბავა (36 ჩიხურა)

ლიახვი (ცხინვალი) – ლოკომოტივი (თბილისი) 0:3

გოლები: 0:1 დიასამიძე (21), 0:2 ცხადაძე (44), 0:3 ქიქავა (53)

ოდიში 1919 (ზუგდიდი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:4

გოლები: 0:1 საღრიშვილი (1), 1:1 ცაგარეიშვილი (25), 1:2 დოლიძე (34), 2:2, 3:2 ცაგარეიშვილი (42, 63), 3:3 კვერნაძე (74), 3:4 ქიმაძე (84)

ბორჯომი – დინამო (თბილისი) 0:3

გოლი: 0:1 ცინცაძე (60), 0:2 კიტეიშვილი (77), ჯიღაური (90)

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:1 (დამატებითი დრო მიმდინარეობს)

გოლები: 1:0 წყაროზია (51), 1:1 წიქარიძე (86)

0.151891