ფეხბურთი

11:03 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რომელმა გუნდმა რამდენი გამოიმუშავა მხოლოდ ტრანსფერებით 2010 წლიდან დღემდე?..

XXI საუკუნის დადგომასთან ერთად საფეხბურთო ბაზარზე ფეხბურთელთა ფასები მეთოდურად იზრდებოდა. თავიდან კონკრეტულ მოთამაშეებში კოლოსურალ თანხებს მადრიდის “რეალი” ხარჯავდა, მაგრამ მერე მას სხვა გუნდებმაც მიბაძეს. სწორედ ამით იყო ალბათ გამოწვეული, რომ წელს ფეხბურთის ისტორიაში სატრანსფერო რეკორდი დამყარდა – პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსმა” “მანჩესტერ იუნაიტედში” 105 მილიონ ევროდ გაასხვისა.

სხვათა შორის, ამ მხრივაც პირველი რეკორდი “იუვესთან” ასოცირდებოდა: 2001 წელს ზინედინ ზიდანის სანაცვლოდ “რეალმა” “ბებერ სინიორას” იმხანად გაუგონარი თანხა, 73 მილიონი გადაუხადა.

სტატისტიკოსებმა გამოთვალეს თუ რამდენი მიიღეს საფეხბურთო კლუბებმა მხოლოდ ტრანსფერებიდან 2010 წლიდან მოყოლებული. აღმოჩნდა, რომ ბოლო 6 წელიწადში ინგლისურმა “ლივერპულმა” ფეხბურთელების გასხვისებით 442 მილიონი ევრო იშოვა, რაც ყველაზე მაღალი შედეგია. სამეულში ესპანური “ვალენსია” და ტურინის “იუვენტუსიც” მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულშია ორი პორტუგალიური გუნდი “ბენფიკა” და “პორტუ”, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი” ამ მხრივ პირველ ათეულშიც ვერ მოხვდნენ.

საწყისი ათეული კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

“ლივერპული” (ინგლისი) – 442 მილიონი ევრო

“ვალენსია” (ესპანეთი) – 432 მილიონი ევრო

“იუვენტუსი” (იტალია) – 415 მილიონი ევრო

“ბენფიკა” (პორტუგალია) – 414 მილიონი ევრო

“პორტუ” (პორტუგალია) – 382 მილიონი ევრო

“ატლეტიკო” (ესპანეთი) – 377 მილიონი ევრო

“ტოტენჰემი” (ინგლისი) – 369 მილიონი ევრო

“რომა” (იტალია) – 367 მილიონი ევრო

“რეალი” (ესპანეთი) – 361 მილიონი ევრო

“ჩელსი” (ინგლისი) – 358 მილიონი ევრო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129542