ფეხბურთი

20:43 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისევ პოგბა, რაიოლა, "მანჩესტერი" და "იუვე" - რატომ გადავიდა ფრანგი ინგლისში?..

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი თემა პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება გახლდათ. ახლაც ასეა – ფრანგმა ჯერჯერობით ფორმაში შესვლა ვერ მოახერხა და მის მიმართ კრიტიკა თამაშიდან თამაშამდე მატულობს. ამასობაში, იტალიურ მედიასთან ფეხბურთელის სახელგანთქმულმა აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა.

როგორც მინო ამბობს, პოგბამ “იუვენტუსიდან” წასვლის გადაწყვეტილება მარტომ მიიღო და ისიც დასძინა, შეგვეძლო იტალიაში დარჩენა, მაგრამ გუნდმა სხვა გზა აირჩიაო...

“ზინედი ზიდანს ძალიან სურდა პოლ პოგბას თავის გუნდში წაყვანა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული, რომ იგივე “რეალსაც” უნდოდა. თუ პოლი ესპანეთში გადავიდოდა, ყველაფერი მარტივად იქნებოდა – ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ გაცილებით რთული გზა არჩია.

“მანჩესტერი”? – არამხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო. “იუნაიტედს” მისი შეძენა ორი წლის განმავლობაში სურდა, ხოლო მოურინიო ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როდესაც “ჩელსიში” მუშაობდა. ამიტომაც, მან “მანჩესტერი” არჩია და ვფიქრობთ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. “იუვენტუსი” ფოკუსირებას ჩემპიონთა ლიგაზე ახდენდა, პოლსაც 10 ნომერი მისცეს და შეეძლო კიდევ დარჩენილიყო ტურინში, მაგრამ მერე ამუშავდა მისი გასხვისების გეგმა – ჩვენ გვქონდა ორი ინგლისური შემოთავაზება და ორიც სხვა ქვეყნიდან...

თუმცა, საბოლოო არჩევანი მხოლოდ პოგბამ გააკეთა – მე მისთვის არ მირჩევია “იუვედან” წასვლა. იტალიურმა კლუბი ბოლო წლებში საკუთარი გზა გაახალგაზრდავებაზე არ მიმართა და ვფიქრობ, ეს სწორი გზა არაა. ბოლო პერიოდში პოგბას დაძაბულობა ჰქონდა და მან მითხრა, რომ სურდა რთული გზით სიარული. კარგად იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, მიუხედავად ამისა, “იუნაიტედში” დაბრუნება გადაწყვიტა”, - თქვა რაიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122915