ფეხბურთი

18:12 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია ა-ში გუნდების შემცირების საკითხს ისევ განიხილავენ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო ჩემპიონატის დონის ამაღლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად სერია ა-ს მონაწილე გუნდების რაოდენობის 18-მდე შემცირებას მიიჩნევს და ამბობს, რომ ფედერაცია ამ საკითხის განხილვას ისევ დაუბრუნდება.

“თუკი გუნდების რაოდენობას 18-მდე შევამცირებთ, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის დონე ამაღლდება. მიმდინარე კვირაში ლიგების ხელმძღვანელებს ვხვდები და ამ საკითხზე ისევ ვიმსჯელებთ. ბოლო ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ ამ ცვლილების განხორციელება იოლი არაა, თუმცა ეს იტალიური ფეხბურთისთვის საჭირო ნაბიჯი იქნება”- ციტირებს ტავეკიოს სიტყვებს Football Italia.

ტავეკიომ ეს საკითხი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისთანავე, 2014 წელს დააყენა და სურდა გუნდების რაოდენობა სერია ა-სა და ბ-ში 2-2 გუნდით მიმდინარე სეზონიდან შემცირებულიყო, თუმცა მისი იდეა ლიგების ხელმძღვანელთა მხარდაჭერით არ სარგებლობს და საკითხი აქამდე ღიად რჩება.

0.11733