ფეხბურთი

19:25 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე - სავარაუდოდ "ლოკომოტივში"

ნიკა ძალამიძე დიდი ალბათობით კარიერას საქართველოში გააგრძელებს. როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, 24 წლის შემტევი ნახევარმცველის დამატებას თბილისის “ლოკომოტივი” აპირებს. ნიკა დღეს “ლოკომოტივისა” და “დინამოს” მატჩსაც დაესწრო და სავარაუდოდ ორშაბათიდან გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

ძალამიძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქულ “რიზესფორში” ირიცხებოდა, რომელთან კონტრაქტიც ამ ზაფხულს გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია. თურქეთში გადაბარგებამდე ქართველი ფეხბურთელი პოლონურ კლუბებში “ვიძევსა” და “იაგელონიაში” ასპარეზობდა, კარიერა კი ზუგდიდის “ბაიაში” დაიწყო. ნიკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ “ლოკომოტივთან” კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მათე ვაწაძემაც, რომელიც მანამდე ოთხი წლის განმავლობაში დანიური “ორჰუსის” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117014