ფეხბურთი

11:09 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ შემადგენლობა დაასახელა, “სელესაოს” ტიაგო სილვა დაუბრუნდა

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ერთწლიანი პაუზის მერე ტიაგო სილვა უბრუნდება. “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის სანაკრებო შემადგენლობა უკვე დაასახელა და ნუსხაში პსჟ-ს კაპიტანიც მოხვდა.

ბრაზილიის ნაკრებში ამჯერზე შემდეგი 23 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: ალისონ ბეკერი (“რომა”, იტალია), მურალია (“ფლამენგო”), ვევერტონი (“ატლეტიკო პარანაენსე”)

მცველები: მარკინიოსი (პსჟ, საფარნგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), ჟილი (“შანდონგი”, ჩინეთი), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, იტალია), ფაგნერი (“კორინთიანსი”), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი)

ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), პაულინიო (“გუანჯოუ”, ჩინეთი), რენატო აუგუსტო (“ბეიჯინგი”, ჩინეთი), ჟულიანო (“ზენიტი”, რუსეთი), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი), ლუკას ლიმა (“სანტოსი”), ოსკარი (“ჩელსი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი), დუგლას კოშტა (“ბაიერნი”, გერმანია), რობერტო ფირმინიო (“ლივერპული”, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (“პალმეირასი”)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 7 ოქტომბერს ბოლივიას დაუპირისპრდება, ხოლო ხუთი დღის შემდგომ ვენესუელას ნაკრებს. აღნიშნული მატჩები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117471