კალათბურთი

22:09 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩი: “დანკანის წასვლის შემდეგ შინაგანი სიცარიელე გამიჩნდა”

“სან ანტონიოს” მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ დანკანის კარიერის დასრულების შემდეგ, მის ნაკლებობას განიცდის.

“დანკანის წასვლის შემდეგ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ. 19 წელი ზოგი ცოლ-ქმარი არ არის ერთად. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ და გავიარეთ ერთად. ჩემი ამჟამინდელი კალათბურთელებით კმაყოფილი ვარ. მაგრამ ჩვენთან ერთად აღარ თამაშობს ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მძიმე ფორვარდი”- განაცხადა პოპოვიჩმა.

პოპოვიჩი და დანკანი ერთად ნბა-ს ჩემპიონები 5-ჯერ გახდნენ (1999, 2003, 2005, 2007, 2014)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114603