ფეხბურთი

11:14 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ დაადასტურა: ლუიზი "ლივერპულთან" ითამაშებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველის დავიდ ლუისის განმეორებითი დებიუტი ლონდონის "ჩელსის" რიგებში 16 სექტემბერს, "ლივერპულთან" გასამართი პრემიერლიგის მატჩში შედგება. აღნიშნული ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა ანტონიო კონტემ დაადასტურა.

ლუისი "არისტოკრატების" რიგებს პსჟ-დან მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა. რაზილიელმა ინგლისური გრანდი 2014 წელს დატოვა. სულ კი ლონდონელების რიგებში სამხრეთამერიკელს 143 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გაიტანა.

0.116111