კალათბურთი

20:30 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონი” 2016/17 სეზონში იაო მინის 11-ნომრიანი მაისურის ამოღებას აპირებს

“ჰიუსტონ როკეტსი” 2016/17 წლების სეზონში ჩინელი იაო მინის 11-ნომრიანი მასურის ამოღებას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ცერემონია 2017 წლის იანვრის ბოლოს ჩატარდება.

გასულ კვირაში 36 წლის იაო მინი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

იაო “ჰიუსტონის” ღირსებას 2002-2011 წლებში იცავდა. მინი “ოლ სტარის” 8-გზის მონაწილეა. ცენტრი ნბა-ში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 19 ქულას და 9.2 მოხსნას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101628