ფეხბურთი

23:05 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტის მორიგი რეკორდი (+VIDEO)

იტალიური “რომას” ლეგენდარული თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი იტალიის სერია A-ს ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ 40 მიტანებულმა ჩესკომ დღეს გებუის “სამპდორიას” კარი აიღო, ეს კი მისთვის ზედიზედ 23-ე სეზონია იტალიის ჩემპიონატში, რომელშიც მან გოლის გატანა მოახერხა (ჯამში 249). ასეთი შედეგი კი, აქამდე არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

საერთოდ, ტოტის მსგავსი რაოდენობის წლები იტალიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში ერთადერთ ფეხბურთელს აქვს გატარებული – “მილანის” არანაკლებ სახელოვან კაპიტან პაოლო მალდინის. ორივეს იტალიის ჩემპიონატში 25-25 სეზონი აქვთ ნათამაშები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოტიმ სერია A-ში ჩატარებულ ბოლო რვა მატჩში 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შესძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111284