ფეხბურთი

10:37 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: “მილანი” ჩემს გულში რჩება, მაგრამ მას მომავალს არ ვუკავშირებ”

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ სილვიო ბერლუსკონის მიერ კლუბის გაყიდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ამავდროულად, “როსონერიში” მისი დაბრუნების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

“ბერლუსკონის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება უცნაურია. ის საოცარი პრეზიდენტი იყო, თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე წარმატებული. შეიძლება თუ არა დავბრუნდე “მილანში”? ამ კითხვაზე პასუხის გაცემით უკვე დავიღალე. “მილანი” ჩემს გულში რჩება, თუმცა კლუბს ჩემს მომავალს არ ვუკავშირებ” - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონიმ 30-წლიანი მმართველობის შემდეგ “მილანის” აქციათა თითქმის მთლიანი წილი, 99,93 პროცენტი, გასულ თვეში ჩინელ ბიზნესმენს ჰან ლის 740 მილიონ მიჰყიდა. ბოლო დღეებში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბის ახალი მეპატრონე ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე პაოლო მალდინის იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111737