ფეხბურთი

16:28 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “რონალდუს ერთი პრობლემა აქვს, სახელად - მესი”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს აღემატება. როგორც ლეგენდარულმა ნახევარმცველმა თქვა, პორტუგალიელი ძალიან მაგარია, თუმცა ერთი პრობლემა აქვს და მას მესი ჰქვია.

“მესის თამაშის ხილვა დიდებულია, ხოლო მის გვედრზე ასპარეზობა ნამდვილი პრივილეგიაა. იგი ხუთიდან ოთხი მატჩის ბედს მარტო წყვეტს. კრიშტიანუ რონალდუ კი უეჭველად ამ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მას ერთი პრობლემა აქვს: ლიონელ მესი – ყველამ იცის, რომელია უკეთესი”, - თქვა ჩავიმ.

0.113775