ფეხბურთი

14:40 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: “უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიასთან (0:2) დამარცხების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“თამაში აქტიურად დავიწყეთ, პირველი 15-20 წუთის განმავლობაში მატჩს ვაკონტროლებდით. რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ, რომ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ”- განაცხადა სანტუშმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112607