ფეხბურთი

0:57 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებში ცვლილებებია - აბურჯანია გამოირიცხა, პაპუნაშვილი ახალგაზრდულს დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი შეხვედრამდე დასკვნით ვარჯიშს კვირას, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართავს. მანამდე კი, ვლადიმირ ვაისის გუნდში ცვლილებებია.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ნაკრებს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გიორგი აბურჯანია გამოაკლდა - მისი თამაში ავსტრიელთა წინააღმდეგ გამორიცხულია. ამასთან, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 21-წლამდე ნაკრებში გადაინაცვლა გიორგი პაპუნაშვილმა. მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის გუნდი 6 სექტემბერს, ზესტაფონში, ხორვატიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორშაბათს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ავსტრიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. აღნიშნული შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.469579