ფეხბურთი

19:52 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ჰეთ-თრიქები, დუბლები, ოდიკაძის პასები

პირველ ლიგაში მესამე ტური გაიმართა. "თეთრ ჯგუფში" ლიდერმა "რუსთავმა" შინ 5:2 სძლია ცხინვალის "ლიახვს" და 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აქვს. გამოსარჩევია ბესიკ ჩიმაკაძის ჰეთ-თრიქი.

ამავე ჯგუფში მესამე შეხვედრა წააგო თბილისის "მარკ სტარმა" ("სამგურაკთან" 1:3) და ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ აუღია.

ჩიმაკაძის დარად, "მეშახტეს" ფორვარდმა გიორგი ხინთიბიძემაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს "ჩხერიმელასთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში. უგოლოდ მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა. ხონის "იმერეთსა" და ხობის "კოლხეთს" შორის.

"წითელ ჯგუფში" გამოსარჩევია ფავორიტების დაპირისპირება: "ბორჯომმა" დათა ციცხვაიას დუბლით 2:0 მოუგო "ვიტ ჯორჯიას". "გაგრა" ზუგდიდის "ოდიში 1919"-თან აგებდა, მაგრამ ლევან პაპავამ ორჯერ გაიტანა და თავისიანებს მოაგებინა.

"ჭიათურამ" ბოლო წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი და ამით სძლია ვანის "სულორს". მანამდე გუნდებმა თითო გოლი მიითვალეს.

თერჯოლის "საპოვნელა" უდანაკარგოა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა 3:1 აჯობეს "გარდაბანს". აგებდნენ, მაგრამ თამაში შემოატრიალეს. საუკეთესო იყო დავით ოდიკაძე. გამოცდილ მარჯვენაფლანგელს თავად არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი გააკეთა და პენალტიც მისი აქტიურობის შედეგად დაინიშნა.

წითელი ჯგუფი

საპოვნელა-გარდაბანი 3:1

გოლები: 0:1 გოჩა კვარაცხელია (15), 1:1 ფურთუხია (35 პენ), 2:1 ჭანკოტაძე (56), 3:1 ბიბილეიშვილი (66)

ჭიათურა-სულორი 2:1

გოლები: 1:0 შაველაშვილი (65), 1:1 ფირალაშვილი (69), 2:1 ნიჟარაძე (90)

ბორჯომი - ვიტ ჯორჯია 2:0

გოლები: 1:0, 2:0 ციცხვაია (19, 90)

გაგრა-ოდიში1919 2:1

გოლები: 0:1 ლაშა ღონღაძე (39), 1:1, 2:1 პაპავა (56, 72 პენ)


თეთრი ჯგუფი

რუსთავი-ლიახვი 5:2

გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (12), 2:0 დათა სიჭინავა (29), 3:0, 4:0 ჩიმაკაძე (31, 36), 4:1 ჯოხაძე (45), 4:2 აკაკი სირბილაძე (64), 5:2 ციცრიძე (67)

მარკ სტარსი-სამგურალი 1:3

გოლები: 1:0 ციკალინოვი (22), 1:1 მამუკა ღონღაძე (43), 1:2 ლაღაძე (78), 1:3 ჩიხლაძე (79)

ჩხერიმელა-მეშახტე 1:4

გოლები: 0:1, 0:2 ხინთიბიძე (2,53), 0:3 ტიელიძე (60), 0:4 ხინთიბიძე (71), 1:4 გიორგი ლობჟანიძე (84)

იმერეთი-კოლხეთი (ხობი) 0:0

სქური   3 - 5    ლაზიკა

შემადგენლობა

მოვლენები

ჭიათურა   1 - 0    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

ბორჯომი   2 - 0    

შემადგენლობა

მოვლენები

ვიტ ჯორჯია   1 - 2    სულორი

შემადგენლობა

მოვლენები

მერანი   3 - 0    სამგურალი

შემადგენლობა

მოვლენები

მეტალურგი   8 - 0    კოლხეთი ხობი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩხერიმელა   3 - 0    იმერეთი ხონი

შემადგენლობა

მოვლენები

   1 - 3    მეშახტე

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.244705