ფეხბურთი

21:07 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრებს მირანდა უკაპიტნებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი მილანის "ინტერის" მცველი მირანდა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია პრესკონფერენციაზე თავად ფეხბურთელმა გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ნეიმარი რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი გახდა, "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ "სელესაოს" კაპიტნობა აღარ სურდა.

მირანდა ნაკრების მაისურით მოედანზე პირველად 2009 წელს გამოჩნდა და 6 მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ მცველი ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს და კარლოს დუნგამ ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დააბრუნა. სულ მირანდას "სელესაოს" რიგებში 41 მატჩი ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14946