ფეხბურთი

16:11 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის თვის სიმბოლურში მოხვდა

ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის აგვისტოს თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველ ფეხბურთელს სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი (22 მატჩში), მაგრამ საგოლე პასების მონაცემებით ლიდერია.

"ფლორა" მესამე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "ინფონეტს", რომელსაც ერთი თამაში მარაგში აქვს. წინ კი 9 ტურია.

შეგახსენებთ, ბეგლარიშვილმა შარშან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა - კახა ცხადაძის მწვრთნელობისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111484