ფეხბურთი

17:10 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ორბანმაც დატოვა

ესპანური “ვალენსიას” ფეხბურთელები ლამის ყოველდღე ტოვებენ. ამჯერად, “ღამურებიდან” ლუკას ორბანი წავიდა, რომელმაც იტალიურ “ჯენოას” მიაშურა. 27 წლის არგენტინელმა მცველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ორბანი “ვალენსიაში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი, იჯარით “ლევანტეში” გაატარა. მანამდე მას ფრანგული “ბორდოს”, “ტიგრესა” და “რივერ პლეიტის” მაისურიც ჩაუცვამს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120652