ფეხბურთი

22:35 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია და ხვალ ნაკრებს შეუერთდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია. აღნიშნული ინფორმაცია მისმა აგენტმა მამუკა ამიროვმა WORLDSPORT.GE-ს ოფიციალურად დაუდასტურა. როგორც მან გვითხრა, "გენკისა" და 24 წლის ქართველი მოთამაშის კავშირი 2 წლის შემდგომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ამიროვის თქმით, ახლა ქართველი ფეხბურთელი მიღებული შოკიდან გამოსვლას ეცდება და მალე ახალ გუნდსაც მიაშურებს.

"ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია - "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა. ჯერ დავიცადოთ, მდგომარეობა დალაგდეს, თავი უკეთ იგრძნოს და ახალ გუნდსაც მალე იპოვის. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოს თორნიკე ახალ გუნდში იქნება", - გვითხრა ამიროვმა.

თორნიკე ოქრიაშვილი ხვალ თბილისში ჩამოვა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ავსტრიასთან მატჩისთვის მოემზადება.

რაც შეეხება მის ბელგიურ კარიერას, ოქრიაშვილმა "გენკის" რიგებში 2014 წლიდან მოყოლებული 34 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113277