ფეხბურთი

19:31 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნი სანაკრებო კარიერას მუნდიალის შემდეგ დაასრულებს

ინგლისის ეროვნული გუნდის და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი სანაკრებო კარიერას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ დრო იქნება სანაკრებო კარიერას დავემშვიდობო." - ციტირებს რუნის სიტყვებს BBC-ი.

რუნის "სამი ლომის" რიგებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული და 53 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. უეინს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2003 წლის თებერვალში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111083