ფეხბურთი

11:11 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ნახევარფინალში რუმინეთს შეხვდებიან

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში, "სირენკას თასის" ნახვარფინალში რუმინეთს შეხვდება. როგორც იცით, ტურნირი რვაგუნდიანია და მეოთხედფინალში გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა 3:1 სძლიეს ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო რუმინელებმა 2:1 აჯობეს უკრაინას. საქართველო-რუმინეთი 1 სექტემბერს გაიმართება.

სხვათა შორის, უკრაინის ნაკრებიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. ის ახლო წარსულში ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟი გახლავთ და კიევის "დინამოს" აკადემიაში თამაშობს.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ფინეთი და ნორვეგია. ფინელებმა 3:1 სძლიეს მასპინძელ პოლონეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101675