ფეხბურთი

12:03 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰარტის და “სიტის გზები დღეს გაიყრება – ინგლისელს ტურინში ელიან

ინგლისის ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი “მანჩესტერ სიტის” ტოვებს და კარიერას იტალიაში, კერძოდ “ტორინოში” გააგრძელებს. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ყველა დეტალზე უკვე მიღწეულია და 29 წლის კიპერი დღეს ტურინში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ კონტრაქტსაც გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია, უშუალოდ ჰარტის აგენტმაც საჯაროდ დაადასტურა.

ჯო ჰარტი “ტორინოში” ერთ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო დამდეგ ზაფხულს იტალიელებს მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა შეეძლებათ.

ჰარტი “სიტიში” 2007 წლიდან მოყოლებული მთავარი მეკარე გახლდათ, მაგრამ პეპ გვარდიოლას სათამაშო სქემაში იგი ვერ ჩაჯდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ესპანელი ჰარტს ჯერ ვეტერან კაბალეროს ამჯობინებდა, ხოლო მერე “ბარსელონადან” კლაუდიო ბრავო შეიძინა.

ჯო ჰარტის გადაბირებით “სანდერლენდიც” იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინგლისელმა იტალიაში თამაში ამჯობინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123089