ფეხბურთი

12:48 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სარეკორდო ტრანსფერი შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიაში

ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ნოტინგემ ფორესტიდან” გერმანიის ბუნდესლიგის ახალწვეულმა ლაიპციგის “რედ ბულმა” 19 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი ოლივერ ბურკი გაიფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში გამოსარჩევი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მთავარი დეტალი – სატრანსფერო ფასი.

იგი შოტლანდიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია – 19 წლის ბურკის სანაცვლოდ რალფ რანგინკის გუნდმა 15 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გაიღო, რასაც მომავალში კიდევ 2 მილიონი დაემატება ბონუსის სახით. ბურკიმ გერმანულ გუნდს ბედი 5 წლით დაუკავშირა.

ოლივერ ბურკს მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტი ჰქონდა – ჩემპიონშიპის 5 მატჩში 4 გოლი გატანა მოახერხა. შოტლანდიის ნაკრებში მისი დებიუტი კი, მიმდინარე წლის მარტში დანიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. აქამდე შოტლანდიელ ფეხბურთელთაგან ყველაზე დიდი თანხა როს მაკკორმაკის ტრანსფერში გადაუხდიათ, რომელიც თავის დროზე “ფულჰემიდან” “ასტონ ვილაში” 14 მილიონად გაიყიდა.

0.116809