ფეხბურთი

12:18 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსი "სელტაში" გადავიდა

"ფიორენტინას" საკუთრებაში მყოფი იტალიელი ფეხბურთელი ჯუზეპე როსი 2016/17 წლების სეზონს იჯარის წესით "სელტაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "იების" თავკაცმა პაოლუ სოუზამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. გასული სეზონის ნახევარი ამერიკაში დაბადებულმა თავდამსხმელმა "ლევანტეში" გაატარა.

29 წლის მოთამაშე პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმებში არაა და ჯერჯერობით განათხოვრების წესით უწევს სხვა გუნდში ასპარეზობა. როსის "ფიორენტინასთან" კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს, შესაბამისად სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105358