ფეხბურთი

19:47 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგის ჯგუფებში ლიდერები უცვლელია

უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურში ბათუმის "დინამომ" სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი "ზუგდიდი" 2:0 დაამარცხდა და წითელი ჯგუფის ლიდერად დარჩა. მეორე ადგილზე კი "კოლხეთია", რომელმაც შინ "საბურთალოსთან" დავით ბოლქვაძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით იმარჯვა. ამავე ჯგუფში "სიონი" ახლოს იყო პირველი ქულა აეღო, თუმცა "დილასთან" ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.

თეთრ ჯგუფში "ცხინვალმა" და "ლოკომოტივმა" გამარჯვების გემო პირველად გაიგეს. კახა კაჭარავას გუნდმა "შუქურა" სტუმრად დაამარცხა, ხოლო თბილისელებმა შინ "გურიას" აჯობეს. გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე გუნდში ამ ზაფხულს დაბრუნებულმა ლუკა ზარანდიამ გაიტანა.

ტურის კიდევ ერთი მატჩი თეთრი ჯგუფის წარმომადგენლებს, ქუთაისის "ტორპედოსა" და ლიდერ "ჩიხურას" შორის 19:00 საათზე დაიწყო.

თეთრი ჯგუფი

შუქურა - ცხინვალი 1:3 (0:2)

0:1, 0:3 ჯაბა დვალი (17, 58 პენ.), 0:2 ბიძინა მახარობლიძე (38), 1:3 ლევან კუტალია (69)

ლოკომოტივი - გურია 2:1 (1:1)

0:1 ადევანდრო და სილვა (10), 1:1 გეგა დიასამიძე (22), 2:1 ლუკა ზარანდია (69)

წითელი ჯგუფი

დილა - ბოლნისი 2:1 (1:1)

1:0 თემურ ღონღაძე (1), 1:1 ირაკლი ძარია (12), 2:1 ალეკო გამცემლიძე (90)

კოლხეთი (ფოთი) - საბურთალო 1:0 (0:0)

1:0 დავით ბოლქვაძე (76 პენ.)

ზუგდიდი - დინამო ბთ 0:2 (0:0)

0:1 თეიმურაზ შონია (56), 0:2 ნიკა კვანტალიანი (76)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114091