ფეხბურთი

23:02 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” პსჟ-ს ნახევარმცველი გაიფორმა

გელზენკირხენის “შალკემ” საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენიდან” ფრანგი ნახევარმცველი ბენჟამინ სტამბული შეიძინა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 26 ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სტამბული პსჟ-ში ერთი წლის წინ ლონდონის “ტოტენჰემიდან” გადაბარგდა და ლიგა 1-ში 27 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ბენჟამინი “ტოტენჰემამდე” “მონპელიეშიც” ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114244