სხვა

10:14 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიელების ორი მიღება – პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მილოცვები

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ქართველი სპორტსმენები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.

ოლიმპიურ ჩემპიონებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ლაშა ტალახაძეს, ფინალისტ ვარლამ ლიპარტელიანს და ბრინჯაოს პრიზიორებს: ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს, ირაკლი თურმანიძესა და გენო პეტრიაშვილს გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა.

შეხვედრას ქართველ ოლიმპიელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ავლაბრის სასახლიდან სპორტსმენებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც მათ ბრაზილიური წარმატება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

საზეიმო მიღებაზე დასწრება თავისუფალი იყო და ოფიციალური პირების გარდა, ლისის ტბაზე სპორტსმენების ოჯახის წევრები, ვეტერანი ოლიმპიელები და გულშემატკივრებიც შეიკრიბნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართველი პარალიმპელებიც, რომლებიც 31 აგვისტოს ბრაზილიაში გაემგზავრებიან პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. წელს პარალიმპიადის ლიცენზია ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129223