ფეხბურთი

22:28 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირიგუ "სევილიაში" გაანათხოვრეს

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე და პსჟ-ს საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი სალვატორე სირიგუ 2016/17 წლების სეზონს "სევილიაში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 29 წლის გოლკიპერმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტი გააფორმა.

სირიგუ "პალერმოდან" "პარი სენ ჟერმენში" 2011 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. გასულ სეზონში მეკარემ მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა. ლორან ბლანი უპირატესობას კევინ ტრაპს ანიჭებდა უპირატესობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108693