ფეხბურთი

13:30 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაქსი პერეირა სამი თვით დაისვენებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური „პორტუს“ მცველი მაქსი პერეირა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიაში „რომასთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში, სერიოზულად დაშავდა.

32 წლის ფეხბურთელმა ღრმა ჭრილობა პირველი ტაიმის მიწურულს დანიელე დე როსისთან შეჯახებისას მიიღო და შედეგად, „რომას“ ლიდერი და კაპიტანი წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო პერეირა შესაცვლელი შეიქმნა.

დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ურუგვაელს ოთხშაბათს ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანს 2-3 თვე ვეღარ დაუბრუნდება.

მაქსი პერეირა „პორტუში“ შარშან „ბენფიკადან“ გადავიდა და 2015/2016 წლების სეზონში ყველა ტურნირში ერთად ჩატარებულ 42 მატჩში 1 გოლი თავად გაიტანა, ხოლო 13 შემთხვევაში საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113361