ფეხბურთი

13:07 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელთა ახალმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელს უხმო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ტიტე მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ტურნირის მოახლოებული მატჩებისთვის სამზადისს შეუდგა. 51 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ეროვნული გუნდის სათავეში ამ ზაფხულს კარლოს დუნგა შეცვალა, ეკვადორთან და კოლუმბიასთან შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ტიტეს რჩეულთა შორის მოხვდა დონეცკის “შახტარის” შემტევი ტაისონი. როგორც ცნობილია, 28 წლის ფეხბურთელი უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ინტერესის ობიექტი იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ის უკრაინელთაგან გამოძახებას ევროპის ჩემპიონატისთვის ელოდა, რაც არ მოხერხდა, ახლა კი გადაწყვეტილებას ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ მიიღებს.

ბრაზილიის ნაკრების 23-კაციანი სია ასე დაკომპლექტდა:

მეკარეები: ალისონი (რომა, იტალია), მარსელო გროე (გრემიო), ვევერტონი (ატლეტიკო პარანაენსე);

მცველები: ჟილი (შანდუნ ლუნენი, ჩინეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (ინტერი, იტალია), როდრიგო კაიო (სან პაულუ), დანი ალვეში (იუვენტუსი, იტალია), ფაგნერი (კორინთიანსი), ფელიპე ლუიში (ატლეტიკო, ესპანეთი), მარსელო (რეალი, ესპანეთი);

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ჟულიანო (ზენიტი, რუსეთი), ლუკას ლიმა (სანტოსი), პაულიონიო (გუანჯოუ ევერგრანდი, ჩინეთი), ფელიპე კოუტინიო (ლივერპული, ინგლისი), რაფაელ კარიოკა (ატლეტიკო მინეირო), რეანტო აუგუსტო (ბეიცზინ გოანი, ჩინეთი), ვილიანი (ჩელსი, ინგლისი);

თავდამსხმელები: ნეიმარი (ბარსელონა, ესპანეთი), ბარბოსა (სანტოსი), ჟესუსი (პალმეირასი), ტაისონი (შახტარი, უკრაინა).

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ სამხრეთამერიკულ ზონაში 6 ტურის შემდეგ 9 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება - მის წინ მყოფ ჩილესა და კოლუმბიის ნაკრებებს ქულით ჩამორჩება, ხოლო ამ დროისთვის ლიდერებს ურუგვაისა და ეკვადორს 4 ქულით. ბრაზილიელები ეკვადორს 1 სექტემბერს სტუმრად ეთამაშებიან, კოლუმბიას კი 7 სექტემბერს საკუთარ მოედანზე დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113398