ფეხბურთი

3:50 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია ოლიმპიური ჩემპიონია (+VIDEO)

რიოს მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟ ფეხბურთელთა ტურნირი მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო. “სელესაომ” ოქროს მედლებისთვის დრამატულ ბრძოლაში გერმანიას აჯობა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში.

შეხვედრის გამარჯვებულის გამოსავლენად არც 90 და არც დამატებითი 30 წუთი გამოდგა საკმარისი. არადა, საკმაოდ თვალსასეირო და ლამაზი საყურებელი შეხვედრა გამოდგა. მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო გერმანიამ პირველ ტაიმში ბურთი ხარიხას სამჯერ გაარტყა. ანგარიში კი, 27-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ნეიმარმა გახსნა. ჰორსტ ჰრუბეშიც შგირდებმა ეს გოლი 59-ე წუთზე გაქვითეს. თავი გერმანელთაგანაც კაპიტანმა, მაქს მეიერმა გამოიჩინა.

რაც შეეხება თერთმეტრიანების სერიას – პირველი ოთხი დარტყმა ორივე ნაკრებმა ზუსტად შეასრულა, აი ბოლო პენალტი კი ალემანთაგან პეტერსენმა ვერ გაიტანა, ხოლო ნეიმარმა ტურნირის წერტილი დაუსვა და “მარაკანაზე” ნამდვილი ზეიმი გაჩაღდა.

საფეხბურთო ტურნირში ბრინჯაოს მედალი ნიგერიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში ჰონდურასს 3:2 აჯობა.

თეგებირიო 2016
0.128857