ჭიდაობა

19:57 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "საღამოს ვილაპარაკოთ”

"ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. ჭიდაობა გრძელდება და რა და როგორ გამომივიდა, საღამოს გამოჩნდება” – უთხრა "მსოფლიო სპორტს” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე ბრძოლაში მოიგო და ზედიზედ მეორედ, ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.

საქმეში ხინჩეგაშვილი მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ყაზახ ნურისლან სანაიევს 4:3 აჯობა. აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევსაც 4:3-ით გასცდა. ფინალის საგზური კი ბულგარელი ვლადიმირ ვლადიმიროვ დუბოვის ძლევით (8:4) მოიპოვა.

ფინალში ქართველი მსუბუქწონოსანი იაპონელ რელ ჰიგუჩის დაუპირისპირდება, რომელმაც დილის პროგრამაში ჩრდილოკორეელი კიონგ ლი იანგი (12:2), ბელარუსი ასადულა ლაჩინაუ (10:0), კუბელი ბონე როდრიგესი (8:4) და ირანელი ჰასან რაჰიმი (10:5).

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

დღესვე, ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კონკურენციაში იაკობ მაქარაშვილი ჩაერთო და შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150406