ჭადრაკი

17:55 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლომინეიშვილი ავსტრიულ ტურნირში ჩაერთო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა Vienna Chess Open 2016, რომლის უძლიერეს A ჯგუფში ერთი ქართველი მაია ლომინეიშვილიც (2331) თამაშობს.

ლომინეიშვილმა საწყის სამ ტურში 2 გამარჯვება იზეიმა, 1 პარტია კი დათმო და 2.0 ქულით 310-მდე (!) მონაწილეს შორის 81-ე ადგილზეა.

მაიას მომდევნო მეტოქე ავსტრიელი ჯერალდ ლეიტნერი იქნება და თეთრებით ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს.

ამ დროისთვის, მაქსიმალური შედეგით, ტურნირს ერთბაშად 22 მონაწილე ლიდერობს.

0.142392