სხვა

18:11 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძე: "გული მწყდება, აშკარად მეტი შემეძლო”

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში მე-5 ადგილი დაიკავა. ფინალში ქართველ სპორტსმენს საპრიზო სამეულამდე 0,189 წამი დააკლდა. ოქრო-ვერცხლს კი ის ნიჩბოსნები დაეუფლნენ, რომლებსაც ქართველმა გუშინ, ნახევარფინალში აჯობა.

"საბოლოო შედეგით გულდაწყვეტილი ვარ – უთხრა ზაზა ნადირაძემ worldsport.ge-ს ფინალის დასრულების შემდეგ - რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა, მაგრამ აშკარად მეტი შემეძლო. მედლის მოპოვების რეალური შანსი მქონდა. კარგი სტარტი არ გამომივიდა. მდგომარეობა გამოვასწორე და ბრაზილიელ კონკურენტს ნახევარი კორპუსითაც კი გავუსწარი, მაგრამ საბოლოოდ მედალს მაინც ის დაეუფლა. ცუდი იყო ისიც, რომ ფოტოფინიშით ბრინჯაოს პრიზიორის დასაფიქსირებლად ჩვეულებრივზე დიდი დრო დასჭირდათ”.

ზაზა ნადირაძე პირველი სპორტსმენია საქართველოში კანოეს არსებობის განმავლობაში, რომელმაც ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ფინალში შეძლო მოხვედრა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137637