ფეხბურთი

17:54 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” ფრანგი მცველი წარადგინა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა ფლორენციის “ფიორენტინამ” ფრანგი მცველი სებასტიან დე მაიო დაიმატა. როგორც “იების” ვებგვერდი იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ერთწლიანი, საიჯარო ხელშეკრულება უკვე გააფორმა. “ფიორენტინამ” დე მაიო ბრიუსელის “ანდერლეხტიდან” დაიმატა.

თუმცა, აქ უცნაური ისაა, რომ თვითონ ბელგიურ გუნდს ფრანგი მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა “ჯენოადან”, ბრიუსელელთა ღირსება ორჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ამდენჯერვე ბელგიის ჩემპიონატში დაიცვა და გუნდი მალავე დატოვა.

სებასტიან დე მაიო ბოლო სამი წლის განმავლობაში “ჯენოაში” ირჯებოდა, ხოლო მანამდე ასევე იტალიურ გუნდებში “ფროზინონესა” და “ბრეშაში” უთამაშია.

0.104225