ფეხბურთი

20:03 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიამ” პორტუგალიელი შემტევი დაიმატა

~იტალიის სერია A-ს ბინადარი გენუის “სამპდორია” კარს მომდგარი სეზონის წინ შემადგენლობას აძლიერებს. როგორც ლიგურიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან “სამპას” ღირსებას 21 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდესი დაიცავს. ფერნანდესი “სამპდორიაში” დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს და 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლუზიტანელი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია და ბოლო სამი წლის განმავლობაში “უდინეზეს” რიგებში ირჯებოდა, რომლის ღირსება 86 მატჩში დაიცვა და 10 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი, ქვედალიგელ “ნოვარაში” გამოდიოდა.

რაც შეეხება სანაკრებო დონეს – ბრუნო ფერნანდესს პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებში 13-ჯერ უთამაშია და 3 გოლი გაუტანია. 2015 წელს იგი ამ გუნდთან ერთად ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117874