ფეხბურთი

20:55 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლასი “ევერტონის” ფეხბურთელია

“ევერტონმა” 27 წლის კონგოელი შემტევი იანიკ ბოლასი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კონგოელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულების სხვა დეტალები უცნობია. ახალწვეული “ევერტონში” 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბოლასი 2012-2016 წლებში “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავდა, სადაც 133 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125641