ჭიდაობა

14:52 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ოლიმპიადაში ბოლქვაძე და ნადარეიშვილი ჩაებმებიან

დღეს, 16 აგვისტოს, რიოში ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი 66 და 98 კგ. კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი შმაგი ბოლქვაძე (66) და რევაზ ნადარეიშვილი (98) გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე http://1tv.ge/ge/live.html

ბოლქვაძე მერვედფინალიდან დაიწყებს ფინელ ტერო ვალეიმაეკისთან შეხვედრით. მომდევნო წრეში მისი სავარაუდო მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი 60 კგ-ში ირანელი ომიდ ნოროოზი იქნება.

წარმატების შემთხვევაში, ნახევარფინალში შმაგის პირისპირ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანელი ფრანკ სტაებლერს და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ სერბ დავორ სტეფანეკს შორის გამარჯვებული დადგება.

ბადის მეორე მხარეს არიან ოლიმპიური ჩემპიონი რუსი ისლამბეკ-ალბიევი, უნგრელი ტამას ლორინცი და მსოფლიო ჩემპიონი – აზერბაიჯანელი რასულ ჩუნაევი.

რევაზ ნადარეიშვილი პირველ წრეში ისვენებს და ოლიმპიურ თამაშებში მერვედფინალიდან ჩაერთვება, სავარაუდოდ, ბულგარელ ელის გურისთან შეხვედრით. ჩვენებურის ბადის მხარეს არიან ბელარუსი ძეინიჩენკა, უნგრელი ბალაზ კისი, უკრაინელი დმიტრი ტიმჩენკო.

ქართველი ფალავანი წარმატების შეთხვევაში ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ირანელ ირანელ გასემ რეზაის დაეჭიდება. ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ ტურნირის ფავორიტი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სომეხი არტურ ალექსანიანი და რუსი ისლამ მაგომედოვი.

შმაგი ბოლქვაძე (66 კგ.)

დაიბადა 1994 წლის 26 ივლისს, ხულო, აჭარა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი და მარად სურმანიძე.

ევროპის 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახალგაზრდებში.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი ახალგაზრდებში 2013-2014.

ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ჭაბუკებში 2009-2011.

საქართველოს ჩემპიონი უფროსებში 2015-2016.

რევაზ ნადარეიშვილი (98 კგ.)

დაიბადა 1991 წლის 21 ივნისს, აბაშა.

პირადი მწვრთნელი: ბიჭიკო შელია.

მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის 2011.

ოქროს გრან-პრის, ბალავაძე-კარტოზიას, ანრი დეგლანის, ვები ემრეს და ოლიმპიადისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე პრიზიორი.

საქართველოს ჩემპიონი 2016.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133193