სხვა

20:32 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორღვაიძემ სამივე ცდა გააცუდა

მძლეოსანმა ლაშა თორღვაიძემ რიოს ოლიმპიადაზე წარუმატებლად იასპარეზა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც სამმაგ ხტომაში ასპარეზობდა, შედეგის დაფიქსირებაც კი ვერ მოახერხა.

მოგეხსენებათ, სამხტომში მონაწილეებს 3 ცდა ეძლეოდათ, ლაშამ კი სამივე შემთხვევაში საწყის ნიშნულს ფეხი დააბიჯა და ცხადია, საკვალიფიკაციო ეტაპოს დაძლევა ვერ შესძლო.

აღნიშნულ დისციპლინაში ფინალი 16 აგვისტოს შედგება და მედლებისთვის 12 საუკეთესო მძლეოსანი იბრძოლებს. კვალიფიკაციაში პირველ ადგილზე ამერიკელი კრისტიან ტეილორი გავიდა, რომელიც 17.24 მეტრზე გადახტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11902