ჭიდაობა

19:55 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მედლებისთვის ბრძოლას ორივე ქართველი მოჭიდავე გამოეთიშა

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი გამოდგა ასპარეზობის მეორე დღეც.

დღეს ქართველთაგან ტატამზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი გავიდა, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი იაკობ ქაჯაია. კობლიაშვილი, პირველ ეტაპზე მექსიკელი ალფონსო იეპესის ძლევის (5:0) შემდეგ, მერვედფინალში გერმანელ დენის კუდლასთან დამარცხდა. თავის მხრივ კუდლამ მეოთხედფინალი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ დავით ჩაკვეტაძესთან წააგო, რის შედეგადაც კობლიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა.

დამაჯერებელი გამაჯვებით დაიწყო ასპარეზობა იაკობ ქაჯაიამ, რომელმაც პირველ ეტაპზე ბრაზილიის წარმომადგენელ ედუარდ სოგომონიანს 8:0 მოუგო. ქართველმა მერვედფინალში სუფთად იმარჯვა უკრაინელ ალეკსანდრ ჩერნეცკისთან, თუმცა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სემიონოვის წინააღმდეგობა ვეღარ დაძლია და 0:5 წააგო. სემიონოვი მომდევნო ორთაბრძოლაშივე დამარცხდა მრისხანე კუბელ მეტოქესთან ლოპეს ნინიესთან და შესაბამისად, ქაჯაიასაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გზა გადაეკეტა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მოჭიდავეთაგან ტურნირის პირველ დღეს საქმეში 75 კილორგამ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ჩაება, რომელიც საწყის წრეშივე ყაზახ დოჟან კარტიკოვთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138247