სხვა

16:00 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილის დღიურები რიოდან

რიოს ოლიმპიადიდან თამაშებიდან გრძელდება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის დღიურების გამოქვეყნება.

კახი კახიაშვილი: „წვიმს. ეს სადღაც, ცოტა უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე, მაგრამ გვაქვს უკვე ორი მედალი და ველოდებით ჩემპიონობას. ორი მედალი წვიმას ფარავს. სამწუხაროდ, ყველა ქართველი სპორტსმენი ვერ დადის ყველა ქართველი სპორტსმენის საგულშემატკივროდ. ზოგს ერთ ან ორ დღეში თვითონ აქვს გამოსვლა და უნდა დაისვენოს, არ უნდა გადაიტვირთოს. გვინდა, რომ რიოში ჩვენი მედლების სერია გაგრძელდეს“.

პასიური ოლიმპიური რიო.

კ.კ: „არის რამდენიმე განსაკუთრებული ადგილი, სადაც ოლიპიადის მონაწილეები იკრიბებიან და იქ თუ მოხვდები, გრძნობ, რომ აქ, რიოში ოლიმპიადა ტარდება. სხვა მხრივ, ეს არაფერში არ ჩანს. სუვენირების ორი-სამი ძალიან კარგი, მდიდარი მაღაზია ვერ შექმნის საერთო, ოლიმპიურ განწყობას. რიო ცალკეა და ოლიმპიადა რიოში – ცალკე“.

გიორგი ჩხეიძე.

კ.კ: „გიორგი B ჯგუფში გამოდის და პირველ ან მეორე ადგილზე უნდა გავიდეს. კარგად არის მომზადებული, გაირა აკლიმატიზაცია, საკუთარ თავში არის დარწმუნებული. ერთი დღის შემდეგ კი ველოდებით ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს. იქ მედალი უნდა იყოს“.

კვებაზე.

კ.კ: „კვება არ მომწონს. ძალიან უგემური, ერთფეროვანი საჭმელია. მომენატრა ქართული საჭმელი. არ ვიცი, შეიძლება სხვას მოსწონს, მაგრამ მე არ მომწონს“.

საერთოდ, ტურნირზე.

კ.კ: „ძალიან მაგარი ტურნირი მიდის. უკვე გვაქვს მსოფლიოს რეკორდები. ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ალბათ, უფრო საინტერესოდ გაგრძელდება. როგორც შემიძლია, ვესწრები ძირითად, ყველაზე საინტერესო სახეობებს“.

საქართველოში დაბრუნებაზე.

კ.კ: „ტურნირის დიდი ნაწილი დამთავრდა. ნელ-ნელა დავიწყებთ საქართველოში დაბრუნებისთვის მომზადებას. ვცდილობთ, მეგობრებს, ოჯახის წევრებს სუვენირები ვუყიდოთ, ჩამოვუტანოთ. არა, სუვენირები მართლა ძალიან ლამაზია“.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრი

0.115285