კალათბურთი

13:40 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გასოლის შედეგი ოლიმპიადების ისტორიაში მესამეა

ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდი პო გასოლი ოლიმპიადების ისტორიაში ჩაგდებული ქულების მიხედვით მესამე ადგილზეა, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს. ლიტვასთან (109:59) მოგებულ მატჩში გასოლმა 23 ქულა ჩააგდო და ოლიმპიადებზე 545 ქულა დაუგროვდა, რითად ლეგენდარულ ბრაზილიელ ვლადიმირ მარკესს (537 ქულა) გაასწრო.

გასოლს მხოლოდ ავსტრალიელი ენდრიუ გეიზი (789 ქულა) და ბრაზილიელი ოსკარ შმიტდტი (1093 ქულა) უსწრებენ.

გასოლს ოლიმპიადებზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული 2008 და 2012 წლებში. ორივეჯერ ფინალში ესპანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125153