ჭადრაკი

21:25 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

6 ტურის თავზე

ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 ტურის პარტიები მიილია, ქართველმა ირაკლი ბერაძემ (2440) კი პირველი მარცხი განიცადა.

მე-6 ტურში ბერაძემ შავი ფიგურებით გერმანელ სვანე რასმუსთან (2546) წააგო, 3.5 ქულა შერჩა და 80 მონაწილეს შორის 22-ე ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ირაკლი თეთრებით შვეიცარიელ პატრიკ გრანდადამს (2325) ეთამაშება.

ისიც ვთქვათ, რომ ვაჟთა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი მურალი კარტიკეიანია (2514), რომელსაც აქტივში 5.0 ქულა აქვს.

გოგონათა შეჯიბრს 5-5 ქულით სათავეში ფილიპინელი ჯანელი მაე ფრაინა (2292), რუსი დინარა დორჯიევა (2304) და ინდოელი პრიანკა (2048) უდგანან, ქართველი მარიამ ჭოლაძე (2077) კი 2.5 ქულით 43-ეა.

მე-6 ტურში მარიამმა შავი ფიგურებით ყირგიზ დიანა ომურბეკოვას (1886) სძლია, შემდეგ ტურში კი თეთრებით ფილიპინელ შანია მაე მენდოზას (2191) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111814