კალათბურთი

11:06 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა პირველი გამარჯვება

ოლიმპიადაზე ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა ორი მატჩის წაგების შემდეგ მესამე შეხვედრაში ნიგერია 96:87 დაამარცხა და რიოს ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა საწყის პერიოდივე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, შემდეგ ნიგერიამ მოახერხა სხვაობის შემცირება და მესამე პერიოდის ბოლოს ერთი ქულით წინაც კი გავიდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში ესპანეთმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ნიგიერიელი კალათბურთელის ოგუჩის ანგარიშზეა. ესპანეთმა გუნდური კალათბურთი ითამაშა - 5 მოთამაშეს ჰქონდა 11 და მეტი ქულა, მათ შორის პო გასოლი 16 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო გახლდათ.

ბ ჯგუფში ესპანეთი ერთი მოგებით და ორი წაგებით მეხუთე ადგილზეა. ჯგუფს ლიტვა სამი მოგებით ლიდერობს. ბალტისპირელებმა გამთენიისას არგენტინა 81:73 დაამარცხეს. ყველაზე მეტი 23 ქულა კუზმინსკასს ჰქონდა, არგენტინაში 22 ქულით მანუ ჯინობილი გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111656