ჭადრაკი

14:31 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძის პირველი ყაიმი, ჭოლაძის პირველი გამარჯვება

ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ტურის თავზე ქართველ ირაკლი ბერაძეს (2440) აქტივში 2.5 ქულა აქვს და 80 მონაწილეს შორის, მესამე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეთოთხმეტეა.

გასულ ტურში ბერაძე თეთრი ფიგურებით აშშ-ს წარმომადგენელ ჯეფრი ქსიონგს (2633) დაუზავდა, რაც ძალიან კარგი შედეგია, რადგანაც მეტოქე რეიტინგით მას საგრძნობლად აღემატებოდა. მე-4 ტურში ირაკლი შავებით ინდოელ ანიშ განდი (2156) გაეჯიბრება და მოგების კარგი შანსი აქვს.

გოგონათა შორის საწყის ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმა მარიამ ჭოლაძემ (2077). მან თეთრი ფიგურებით ფრანგი ემილი მინო (1721) დაამარცხა და 1.0 ქულით 57 მონაწილეს შორის 44-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ჭოლაძე შავებით მონღოლ უურცაიხ უურინტუიას (2199) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109187