ფეხბურთი

15:24 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვერმაელენი “რომას” ფეხბურთელია

ოფიციალურად ტომას ვერმალენი იტალიური “რომას” ფეხბურთელია. ვერმაელენი რომში ორი დღის წინ ჩაფრინდა, თუმცა კონტრაქტი მხოლოდ სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდგომ გაფორმდა. 30 წლის ბელგიელი მცველი რომში დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, რაც რომაულ კლუბს 2 მილიონი ევრო დაუჯდა. თუმცა, დამდეგ ზაფხულს “ბარსელონადან” ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვა 10 მილიონად შეეძლება. ტომასი “ჯალორისის” რიგებში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტომას ვერმალენმა ბოლო ორი სეზონი “ბარსელონაში” გაატარა, თუმცა “კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა, რაშიც ხშირ ტრავმიანობასაც მიუძღვის დიდი წვლილი. მანამდე კი, ბელგიელი წარმატებით ჯერ ამსტერდამის “აიაქსში”, შემდგომ კი, ლონდონის “არსენალში” ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113549