სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:04 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სალონიკის პაოკი ახლო ხედით...
პაოკი 17 წლის მერე ისევ თბილისში, ქართული ფესვების მქონე მფლობელით
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მაშ ასე, ევროპულ ფეხბურთამდე საქართველოს ჩემპიონ “დინამო” თბილისს ახლა ერთადერთი წინაღობა აქვს დარჩენილი – სალონიკის პაოკი.

აზრი იმთავითვე ორად გაიყო: შესაძლო მეტოქეებიდან ბევრს მოეწონა, რომ პაოკი შეხვდა “დინამოს”, ზოგსაც – არა. რა, როგორ იქნება სინამდვილეში ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი უმჯობესია შეძლებისდაგვარად, კარგად გავიცნოთ ბერძნული გუნდი. თავისი კონტიგენტით, მწვრთნელით, ხელმძღვანელობით, ისტორიით, ახლო წარსულით, აწმყოთი, სტადიონით თუ გულშემატკვირებით. ე.ი მივყვეთ თანმიმდევრობით.

კონტიგენტი

კარის ხაზი

ძირითად მეკარედ 29 წლის პანაგიოტის გლიკოსი მიიჩნევა. საბერძნეთის სუპერლიგა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფკაციო ეტაპზე “აიაქსთან” კარში ორჯერვე გლიკოსი იდგა. ცუდი მეკარე ნამდვილად არაა და არც გამოცდილება აკლია. ოთხი მატჩი ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. გლიკოსი პაოკში უკვე წლებია, რაც ირჯება, თუმცა, უკონკურენტოდ პანაგიოტისი ნამდვილად არაა – შარშანდელ ჩემპიონატში პაოკის კარი 11-ჯერ დაიცვა მიხალის ველიდისმა, რომელიც ასევე 29 წლისაა და საბერძნეთის ნაკრებში თავის დროზე მასაც უთამაშია. სალონიკელებს კიდევ ერთი მაღალი დონის მეკარე ჰყავთ – სერბეთის ნაკრების კიპერი ჟელკო ბრკიჩი. იგი, პაოკში წლეულს ჩაირიცხა, მაგრამ ზურგს იტალიური კარიერა უმაგრებს: “სიენა”, “უდინეზე”, “კალიარი” და შარშან “კარპი”. ყველა ეს გუნდი სერია ა-ს წევრი იყო იმ დროს, როცა ბრკიჩი მათ კარს იცავდა...

დაცვის ხაზი

აქვე უნდა ითქვას, რომ პაოკში ლეგიონერებს მაინცდამაინც არ სყალობენ, თუმცა დაცვაში გამორჩეულია ესპანელი ხოსე კრესპო. პირინელი უკანახაზელი მაღალ დონეზე ბურთაობის ნაკლებობას არ უჩივის. გასული სეზონი მან ლა ლიგის ბინადარ “რაიო ვალეკანოში” გაატარა, ხოლო მანამდე “რასინგში”, “სევილიასა” და “კორდობაში” უთამაშია. ისე, კრესპოსთვის არც უცხოეთში თამაშია უცხო – “ვერონა”, “ბოლონია” და “ასტონ ვილა”, ეს, ის გუნდებია, სადაც ხოსე ახლო წარსულში ირიცხებოდა და თამაშობდა კიდეც. დაცვის ხაზის ბურჯია 28 წლის ბერძენი გეორგიოს ცაველასი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრია. ცაველასმა გასულ სეზონში 30 თამაში ჩაატარა შიდა ჩემპიონატში. იგი სალონიკში 2013 წლიდან ირჯება, ხოლო მანამდე “მონაკოში” იყო. ბერძენის კარიერას ასევე ახსოვს ფრანკფურტის “აინტრახტიც”. უნდა გამოვყოთ ხორვატი მარინ ლეოვაჩიც. 28 წლის განაპირა მცველი, რომელიც მეორე სეზონია, რაც საბერძნეთში ირჯება. მანამდე ლეოვაჩს თავბრუდამხვევი კარიერა ნამდვილად არ ჰქონია – მშობლიური “რიეკა” და ვენის “აუსტრია”. სხვა მხრივაც დაცვაში ბერძნები სჭარბობენ: სტილიანოს მალეზასი, სტელიოს კიტსიუ, დიმიტრის ჩატსისაისი, იონას შკონდრასი, დიმიტრიოს კონსტანდინიდისი. პაოკს უკანახაზელებში ასევე ვნახავთ კაპე ვერდელ ლეგიონერ ფერნანდო ვარელას, რომელიც ახალწვეულია. მან გასული სეზონი ბუქარესტის “სტიაუას” სასტარტო შემადგენლობაში გაატარა, მანამდე კი, პორტუგალიაში თამაშობდა წლების განმავლობაში.

ნახევარდაცვის ხაზი

პაოკი საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული შუა ხაზშიც – რაოდენობრივად ბერძნები აქაც სჭარბობენ ლეგიონერებს. მათ შორის, ყველაზე გამოსარჩევი კი, უდაოდ 31 წლს ალექსანდროს ციოლისია. ფეხბურთელი, რომელიც საბერძნეთის ნაკრებში რეგულარულად თამაშობს და 58 მატჩიც აქვს ჩატარებული. ციოლისს ზურგს კარგი უცხოური კარიერაც უმაგრებს: ბრემენის “ვერდერი”, იტალიური “სიენა” სანტანდერის “რასინგი”, “აპოელი” და “ქაისერისფორი”. პაოკში იგი 2013 წელს მოხვდა, თუმცა მერე ნახევარი წელი თურქეთში ითამაშა და საბოლოოდ, სალონიკში ორი წლის წინ დაბრუნდა. აქვეა ესპანელი ხოსე ალბერტო კანასი – მას პრიმერადივიზიონში არაერთხელ უთამაშია, სადაც “ბეტისისა” და “სევილიას” რიგებში ირჯებოდა. შარშან იგი ლა ლიგაში მოედანზე 13-ჯერ გავიდა. მას ასევე ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია. ახალწვეულია არგენტინელი ლეგიონერი ფაკუნდო პერეირა. იგი გასულ წელს აზერბაიჯანულ “გაბალაში” იმყოფებოდა, თუმცა გუნდი ზამთარში დატოვა და პაოკამდე “რასინგშიც” მოასწრო თამაში. სხვათა შორის, იგი სალონიკურ გუნდში 2014-2015 წლების სეზონშიც თამაშობდა, როდესაც საბერძნეთის სუპერლიგაში 36 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ახალწვეულია ბრაზილიელი 31 წლის ლეონარდო მატოსი. მან ბოლო ორი სეზონი “დნიპროში” გაატარა, მანამდე კი, ოდესის “ჩერნომორეცში” ირჯებოდა. მატოსს ევროპაში თამაშის გამოცდილება არ აკლია. ერთი წლის წინ, უკრაინული გუნდის რიგებში ევროპა ლიგის ფინალში იასპარეზა. პაოკმა ასევე “დნიპროდან” დაიმატა ევგენი შახოვი. 25 წლის უკრაინელი ფეხბურთელი, რომელსაც უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული კარიერა აქამდე არ ჰქონია. პაოკში თამაშობს სლოვაკეთის ნაკრების კანდიდატი ერიკ საბო. დიახ, ეს, ის საბოა, რომელიც “დინამოში” თამაშთან წლეულს ძალზე ახლოს იყო. თუმცა, ბერძნებმა ფეხბურთელის გაშვება ბოლო მომენტში არ ისურვეს. სხვათა შორის, საბო იურაი იარაბეკის შეგირდი გახლდათ ტრნავას “სპარტაკში”. ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელია გოიკო ჩიმიროტი. “პაოკში” მან შარშან 19 მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო. ასევე “პაოკის” ფეხბურთელი ტერი ანტონისი – გვარიდან ბერძენი არ გეგონოთ, ავსტრალიელია და სალონიკში შარშანაც იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა გუნდში. 23 წლის ალბანელმა ერგიშ კაჩემ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და გასულ სეზონში პაოკის სასტარტოში ხშირად ხვდებოდა. თუმცა, რამდენად მიეცემა ახლა მას თამაშის საშუალება, რთული სათქმელია. დანარჩენები ბერძნები არიან – მათგან ყველაზე გამორჩეული ჰარის ჰარისისია, რომელმაც “აიაქსთან” ორივე მატჩი ჩაატარა.

თავდასხმის ხაზი

შეტევის ხაზის მთავარი ფიგურა 27 წლის ბერძენი სტეფანოს ათანასიადისი გახლავთ, რომელიც გუნდის კაპიტანია. მან “აიაქსს” საპასუხო მატჩში გაუტანა, ხოლო ამსტერდამში საგოლე პასი გააკეთა. საერთოდ, ათანასიადისი ბოლო წლებში სტაბილურად იტანს. საბერძნეთის სუპერლიგაში მან ბოლო ხუთ სეზონში 61 გოლი გაიტანა, ხოლო ხსენებულ ხუთ სეზონს ისე არ ჩაუვლია, რომ მინიმუმ ერთ სეზონში 10 გოლი არ შეეგდო. საბერძნეთის ნაკრებში სტეფანოსს 11-ჯერ უთამაშია. სხვათა შორის, მან 2014-2015 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მანუელ აბელ კამპოსი, ანუ იგივე ჯალმა, ანგოლელი შემტევია, რომელიც პაოკმა წელს თურქული “გენჩლერბრილიგიდან” იყიდა. მან “აიაქსს” ამსტერდამში ულამაზესი გოლი გაუტანა. საერთოდ, 29 წლის აფრიკელს გამოცდილება არ აკლია. თავის დროზე “პორტუშიც” ითამაშა, თუმცა ფეხი იქ ვერ მოიკიდა და მერე ბედი თურქეთში ეძია. ასევე ახალწვეულია ჰოლანდიელი დიეგო ბისესვაარი. იგი პაოკმა თურქული “ქაისერისფორიდან” დაიმატა. ბისესვაარი განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ გამოირჩევა. ისე, თავის დროზე ჰოლანდიის 21-წლამდე ნაკრებში 6 თამაშში 3 გოლი გაუტანია. პაოკში ირიცხება ბრაზილიელი ჟაიროც, მაგრამ სათამაშო პრაქტიკას ცოტა არ იყოს, დანატრებულია. გასულ წელს მან 15 შეხვედრაში ოდენ კინკილა გოლი შეაგდო, “აიაქსთან” კი, თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. ეფტიმიოს კულურისი კი, 20 წლის ბერძენია, რომელსაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი. იგი შარშან იჯარით ფამაგუსტას “ანორთოსისში” ირჯებოდა, სადაც 22 თამაშში თავი 6–ჯერ გამოიჩინა და სალონიკში დაბრუნდა.

მთავარი მწვრთნელი

სერბი ვლადიმირ ივიჩი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. 39 წლის სპეციალისტმა პაოკი ახლახან ჩაიბარა. უფრო სწორად მთავარი გუნდი, თორემ მანამდე, 3 წელი პაოკის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. ივიჩი უფრო ცნობილი ფეხბურთელობისას იყო – 2008-2012 წლებში იგი სწორედ სალონიკელთა რიგებში ირჯებოდა და კარიერაც იქ დაასრულა. მის ბერძნულ ანგარიშზე 103 თამაში და 20 გოლია. “პაოკამდე” ივიჩი ათენის აეკში, მიონხენგლადბახის “ბორუსიაში”, სალონიკის “არისში”, ბელგრადის “პარტიზანსა” და ზრენჩიანის “პროლეტერში” თამაშობდა. სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებში ვლადიმირს 2001-2004 წლებში რვაჯერ უთამაშია.

ისტორია და ტიტულები

პაოკი სალონიკში 1926 წლის 20 აპრილს დაარსდა. მიუხედავად თითქმის საუკუნოვანი ისტორიისა, გუნდი ვერ დაიკვეხნის, რომ ტიტულოვანია – მხოლოდ ორჯერ მოგებული საბერძნეთის ჩემპიონატი და ოთხჯერ ქვეყნის თასი. საბერძნეთის ჩემპიონატი პაოკმა შორეულ 1975-196 და 1984-1985 წლებში მოიგო. მას მერე კი, შავ-თეთრთავის ოქროს მედლები მიუღწეველია. რაც შეეხება თასს, მას პაოკი 1972, 1974, 2001 და 2003 წლებში დაეუფლა. ევროტურნირებზე კი დღემდე საუკეთესო მიღწევა თასების თასზე ნაჩვენები მეოთხედფინალია 1973-1974 წლების სეზონში.

სხვათა შორის, პაოკის პრეზიდენტი 2016 წლიდან სლოვაკი ლუბოშ მიხელია, რომელიც ძალზე წარმატებული მსაჯი იყო ახლო წარსულში. მას 2003 წელს უეფას, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს განსჯილი. პრეზიდენტი კი მიხელია, მაგრამ გუნდის მფლობელი 57 წლის ივან სავიდისი გახლავთ. იგი საბერძნეთისა და რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა ქართული ფესვები გააჩნია – იგი, 1959 წლის 27 მარტს წალკაში დაიბადა.

პაოკის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი გეორგიუს კუდასს აქვს ჩატარებული (504), ხოლო ყველაზე მეტი გოლი სტავროს სარაფისს გაუტანია (170). სხვათა შორის, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 71 გოლით მეექვსე ადგილზეა დღევანდელი გუნდის კაპიტანი სტეფანოს ათანასიადისი. გარდა ამისა, პაოკში სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია – ზისის ვრიზას, დიმიტრიოს სალპინგიდისს, თეოდოროს ზაგორაკისს, იანიკ ოკასს, ურუგვაელ პაბლო გარსიას, ბულგარელ დიმიტარ ბერბატოვს, პორტუგალიელ ვიეირინიას, ჩილელ პაბლო კონტრერასს და სხვ. აღსანიშნავია, რომ "დინამოს" მომავალ მეტოქეს 2010-2012 წლებში ახლა უკვე ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, ფერნანდო სანტუში წვრთნიდა.

საშინაო არენა

პაოკი საშინაო თამაშებს სტადიონ “ტომბაზე” მართვას, რომელიც თავისი საუცხოო ატმოსფეროთი არამარტო საბერძნეთში, არამდე მსოფლიოშია ცნობილი. არადა, “ტომბა” სულ რაღაც 28 700 მაყურებელს იტევს. მისი მშენებლობა 1957 წელს დაიწყო, ხოლო 1959 წლის 6 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. სტადიონი “ტომბა” სალონიკში, მიკრას ასიასის ქუჩაზე მდებარეობს. “ტომბას” ინტერიერი მთლიანად გათვლილია კლუბის საშინაო ფერებზე, შავ-თეთრზე, თუმცა მას ცარიელს თამაშის დროს იშვიათად ნახავთ...

გასული სეზონი, ახლა და ქართული წარსული...

საბერძნეთის სუპერლიგაში პაოკმა შარშანდელ სეზონში ოდენ მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც რაღა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად არ კმარა. ეს რეგულარულ სეზონში იყო, თორემ, მერე სალიგო პლეი-ოფში სალონიკელებმა ჩინებულად იბურთავეს - “პანიონისს”, “აეკსა” და “პანათინაიკოსს” აჯობეს, რითაც მეორე ადგილზე გავიდნენ. შესაბამისად, ამიტომაც იყო, რომ პაოკმა მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც ამსტერდამის “აიაქსთან” ორმატჩიანი დუელი წააგო – 2:3. არადა, ვლადიმირ ივიჩის შეგირდები ჯერ “ამსტერდამ არენაზე” იგებდნენ კიდეც პირველი ტაიმის შემდეგ, ხოლო სალონიკში 87-ე წუთზე გაუშვეს ის გოლი, რის გამოც ახლა თბილისის “დინამოს” ევროპა ლიგაზე ხვდებიან. რაც შეეხება ევროტურნირებს გასულ სეზონში - "პაოკი" ევროპა ლიგაზე თამაშობდა, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "ლოკომოტივი" ორი მატჩის ჯამში 7:2 (6:0, 1:2) გაანადგურა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრნავას "სპარტაკს" 2:1 (1:0, 1:1) აჯობა, ხოლო პლეი-ოფში დანიურ "ბრონდბიუზე" ძლიერი აღმოჩნდა 6:1 (5:0, 1:1). ხოლო ჯგუფურ ეტაპზე ბერძნულმა გუნდმა "გაბალასთან", "კრანსოდართან" და "დორტმუნდთან" ერთად ექვს მატჩში 7 ქულა დააგროვა (თითო მოგება-წაგება, ოთხი ფრე) და მესამე ადგილს დასჯერდა.

სხვათა შორის, პაოკ-ისთვის ქართული გუნდი და “დინამო არენა” უცხო არაა, თანაც ვეჭვობ, მეტად სასიამოვნოდ აგონდებათ: 1999-2000 წლების სეზონში ბერძნებმა თბილისის “ლოკომოტივს” ორი მატჩის ჯამში 9:0(!) მოუგეს. სალონიკში “რკინიგზელებმა” საფეხბურთო ანგარიშით წააგეს (0:2), მაგრამ მანამდე ეროვნულ სტადიონზე 0:7 წაეგოთ... მოკლედ, პაოკი თბილისსა და “დინამო არენაზე” 17 წლის შემდეგ ბრუნდება.

შეგახსენებთ, “დინამო” პაოკს 18 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდგომ სალონიკში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.122411
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X