ფეხბურთი

20:01 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერმაელენი “რომაში” ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი მცველი ტომას ვერმაელენი კარიერას იტალიურ “რომაში” გააგრძელებს. 30 წლის ბელგიელი ფეხბურთელი უკვე რომში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ვერმაელენი “რომაში” დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს, რომლის ღირებულაბაც 2 მილიონი ევროა, ხოლო იტალიელებს მისი გამოსყიდვა 10 მილიონად შეეძლებათ.

ტომას ვერმაელენი “ბარსელონაში” 2014 წლიდან თამაშობდა, თუმცა ძირითადად ტრავმირებული გახლდათ, რის გამოც ორ წელიწადში ლა ლიგაში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი, ბელგიელმა სახელი ლონდონის “არსენალში” წარმატებული თამაშით გაითქვა 2009-2014 წლებში.

0.117287