ფეხბურთი

17:17 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გველესიანი – ტრავმაც და რეგისტრაციის პრობლემაც

როგორც იცით, გიორგი გველესიანი დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიდა უკრაინული ლუცკის “ვოლინში”, მაგრამ თამაშის უფლება არ აქვს. საქმე ისაა, რომ “ვოლინს” ჯერაც არ მისცეს ახალწვეულების დარეგისტრირების უფლება. ასეთი კი, გველესიანის გარდა, კიდევ ოთხი ფეხბურთელია.

გარდა ამისა, 25 წლის ქართველი მცველი ტრავმირებულია და კიევში მკურნალობს. შეგახსენებთ, გველესიანი თბილისის “დინამოში” თამაშობდა და ამ ზაფხულს კონტრაქტი დაუმთავრდა საქართველოს ჩემპიონთან. მან კონტრაქტი გააფორმა “ვოლინთან”, თუმცა აი, ეს ორი პრობლემა აქვს: ტრავმაც და რეგისტრაციაც.

0.115157