ფეხბურთი

19:06 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალმა” იტალიელი თავდამსხმელი დაიმატა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბინადარმა “ვილიარეალმა” იტალიელი თავდამსხმელი ნიკოლა სანსონე დაიმატა. როგორც “ყვითელი სუმბარინას” ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის შემტევთან 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ გაჟღერებულა, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, “ვილიარეალმა” “სასუოლოს” ანგარიშზე 14 მილიონი ევრო გადარიცხა.

ნიკოლა სანსონე “სასუოლოში” 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული თამაშობდა და “მწვანეების” ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მანამდე იტალიელი “პარმასა” და “კროტონეს” რიგებში ირჯებოდა. სხვათა შორის, სანსონეს მიუნხენის “ბაიერნშიც” უთამაშია, ოღონდ მეორე გუნდში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11819